суббота, 13 декабря 2008 г.

,,გეომეტრიული ფორმები ქართულ ხუროთმოძღვრებაში''

1.პროექტის სახელი: ,,გეომეტრიული ფორმები ქართულ ხუროთმოძღვრებაში''

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ხუროთმოძღვრულ ძეგლებში ამოიცნობენ გეომეტრიულ ფორმებს, გამოითვლიან პერიმეტრს, ფართობს, მოცულობას

3.პროექტის სრული აღწერა:მოიძიებენ ჩვენს გარშემო არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას, ძეგლებში ამოიცნობენ გეომეტრიულ ფორმებს, გაზომავენ სიგრძე-სიგანეს, საჭირო ფორმულებით გამოთვლიან ფუძის ფართობს, მოცულობას, პერიმეტრს, სიმაღლეს, შეადგენენ ამ მონაცემებით ცხრილებს, დიაგრამება, მასშტაბით შეძლებენ ნახაზების და მაკეტების გაკეთებას, დაამზადებენ პლაკატებს, შეაგროვებენ ფოტო მასალას, მოაწყობენ პრეზენტაციას, მთელ ინფორმაციას ათავსებენ ბლოგში.

4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:14-16 წ./ VIII-X კლასები

5.ვადები/ხანგრძლივობა: 5 თვე 2009 წლის იანვრიდან

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბავშვებს გამოუმუშავდებათ მონაცემების კვლევა-ძიების, დამუშავების, კომპიუტერული დამუშავების, სიდიდეების გაზომვის, დისკუსიის გამართვის, ჯგუფური მუშაობის, თეორი-ული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევები,სწავლობენ ზუსტი მაკეტის შექმნას და ბლოგის დამზადებას.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები სწავლობენ ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, გამოუმუშავდებათ ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები, შეიქმნება ამ ძეგლების მაკეტები, ფოტოალბომები, პლაკატები, გამოფენა, ბლოგი.

8.სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ეპოქას, როდესაც ხდებოდა ამ ხუროთმოძღვრული ძეგლების მშენებლობა, გაეცნობიან მშენებლობის სტილს,
გაეცნობიან გეომეტრიულ ფიგურებს, მათ თვისებებს და როლს ქართულ ხუროთმოძღვრებაში გააცნობიერებენ, რომ ტექნიკის უქონლობისას აშენებულ ამ საოცრებებს რაოდენ ჭირდებათ გაფრთხილება.

9.სამუშაო ენა: ქართული, რუსული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი ინტეგრირებულია, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევები:
ისტორია: შეიწავლიან ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას.
გეოგრაფია: შეისწავლიან გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის გავლენას ძეგლებზე.
ლიტერატურა: წერა, კითხვა, მოსმენა, ჩანახატის შექმნა მსჯელობის უნარი.
ხელოვნება: ნახატების შესრულება, ფოტო გადაღებები, გამოფენის მოწყობა.
მათემატიკა: გაზომვების წარმოება, პერიმეტრის, ფართობის, მოცულობის დათვლა, მასშტაბირება, თეორემების და ფორმულების ცოდნა-გამოყენება,სივრცული მაკეტის გაკეთება.
ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია, ბლოგი.

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12.პროექტის ფალსილიტატორის სახელი: ინგა ვანიშვილი-ხოხაშვილი,ვარიანის საჯარო სკოლის მათემატიკა-ინფორმატიკის მასწავლებელი.

13.პროექტის ფალსილიტატორის ელ. ფოსტა: ingavana@gmail.com

14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?224@@fc3f520@.1eac5004/7

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://xurotmodgvreba.blogspot.com/

7 комментариев:

qeta комментирует...

თქვენი ენერგიულობა პროექტის სათაურშიც კი იგრძნობა. გისურვებ წარმატებას.
სიყვარულით, ქეთევან მეგრელიშვილი

tamar комментирует...

ძვირფასო ინგა!შენმა პროექტმა დამაფიქრა იმის შესახებ,თუ როგორ აშენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე საუკუნეების წინ ასეთი სიზუსტით. დიდი სიყვარულით თამრიკო

ინგა комментирует...

მადლობთ ასეთი შეფასებისათვის. გისურვებთ წარმატებებს. ინგა

mariami комментирует...

ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი. გისურვებ წარმატებას.

მარიამ ხუციშვილი

rusudani комментирует...

ძალიან საინტერესო პროექტია, გისურვებთ წარმატებას.

რუსუდან თვაური - ქიწნისის საჯარო სკოლის დირექტორი, მათემატიკის მასწავლებელი.

Анонимный комментирует...

მომეწონა თქვენი პროექტი, კარგად გაქვთ გაშლილი. გისურვებთ წარმატებებს.

ნელი ლომოური

Анонимный комментирует...

მომეწონა თქვენი პროექტი. კარგად გაქვთ გაშლილი.

ნელი ლომოური